"ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე თვეში სურსათის ფასებთან დაკავშირებით ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები იგეგმება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვდებიან როგორც დისტრიბუტორებს, ისე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს და ქართველ მეწარმეებს.
„უკვე გვაქვს სამუშაო პროცესი დაგეგმილი. პარალელურად იქნება პარლამენტში დროებითი კომისია, ასევე, სამთავრობო კომისიაც არის შექმნილი. უახლოეს მომავალში, მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. ესენი არიან დისტრიბუტორები, ქსელური მარკეტების წარმომადგენლები და ქართველი მეწარმეები, რომელთაც აქვთ ქართულ ქსელებში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ინტერესი. ამ შეხვედრების საფუძველზე, მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე ჩვენს ქსელებში.
თუ ვინმეს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს შედეგის მიღწევაში, რასაც ჰქვია ფასების დაწევა, ყველასთვის უნდა იყოს კარი ღია, ეს ეხება როგორც სამთავრობო კომისიას, ასევე, უნდა ეხებოდეს საპარლამენტო კომისიას. ვისაც აქვს საინტერესო, კონკრეტული იდეები, ყველას უნდა მოუსმინოს როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო კომისიამ“,- განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
