" ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავადასტურებ ამას, ასე რომ, ვნახოთ, რა აქვს" - დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ განაცხადა.

გამოცემასთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე თავად ტრამპი არ დაადასტურებს ამას.

„მას არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავადასტურებ ამას. ასე რომ, ვნახოთ, რა აქვს“, -განაცხადა ტრამპმა.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ეს კომენტარი ხაზს უსვამს, თუ რამდენად არის უკრაინის ბედი დამოკიდებული იმაზე, დაარწმუნებს თუ არა ტრამპს, რომ კიევი საკმარისს თმობს პრეზიდენტ ტრამპის დასაკმაყოფილებლად, რომელიც „პოლიტიკოს“ სტატიის თანახმად, „დროდადრო, თითქოს რუსეთისკენაც იხრებოდა, თუკი ეს ომის დასრულებამდე მიიყვანდა“.

ამასთან, „პოლიტიკო“ წერს, რომ რუსეთმა ძალიან მცირედით დაიხია მისი მაქსიმალისტური პოზიციიდან და რეაგირება არ ჰქონია ბოლოს წარდგენილ წინადადებაზე.

გამოცემასთან საუბარში ტრამპი იმედოვნებს, რომ ზელენსკისთან შეხვედრა პროდუქტიული იქნება.

„ვფიქრობ, მასთან ყველაფერი კარგად ჩაივლის. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება პუტინთან“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, პუტინს „იმდენად მალე გაესაუბრება, რამდენად მალეც მოისურვებს“.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა და ამას „კარგი საუბარი“ უწოდა.

წაკითხვა 150 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.