რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
1 ივლისიდან 6 ივლისამდე წლის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ტრანზიტი - სექსტილი გველოდება კირჩხიბს, ვენერასა და კუროს შორის და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, არაერთ ადამიანზე მოახდენს გავლენას.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თავდაპირველად პატიმრების ამნისტიის ინიციატივა ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა და „ახლა ეს უნდათ საარჩევნოდ გამოიყენონ“.
გახარიას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას თავი დაანებოს და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის წარმომადგენელი შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი".
ბიძინა ივანიშვილს [ამერიკაში]საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა. ფოსტალიონების ასეთი გაგზავნა ახლა ხშირად დაიწყება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არ მიწვევასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების პოლიტიკისთვის შეუსაბამოა.
