ქუთაისში ქართულ-აფხაზური და ოსური ნაციონალური კერძების დღე გაიმართა
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, მშვიდობის საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით ქართულ-აფხაზური და ოსური ნაციონალური კერძების დღე აღინიშნა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი სამზარეულო და სოხუმური ყავა. ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, პროექტის ფარგლებში შემუშავებული სამშვიდობო სტრატეგიის მიხედვით, აქტიურად მუშაობენ.

ანალოგიური ღონისძიება ხონში უკვე გაიმართა, სექტემბრის თვეში მსგავსი აქტივობები წყალტუბოში ზუგდიდსა და სენაკშია დაგეგმილი. პროექტის მთავარი მიზანია ქართულ-აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში მშვიდობიანი ურთიერთობების ხელშეწყობა და სახალხო დიპლომატიის განვითარება.
პროექტს: "განხეთქილების დაძლევა ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის"- ქალთა ფონდი "სოხუმი" პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში 4 წელია ახორციელებს. პროექტი პარალელურად მიმდინარეობს აფხაზეთსა და ოსეთში.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
