ქუთაისის სპორტის სასახლეში გელა დარსაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა
ქუთაისის სპორტის სასახლეში გელა დარსაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.
საკალთბურთო ტურნირი, რომელიც ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოეწყო, 15-დან 17 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა საკალათბურთო კლუბები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე, ყაზახეთიდან და ესტონეთიდან.
ტურნირის გამარჯვებული გახდა ტალინის საკალათბურთო კლუბი, მეორე ადგილზე ქუთაისის, მესამეზე კი ბათუმის გუნდები გავიდნენ. გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ტურნირი ქუთაისისთვის უკვე ტრადიციაა და ცნობილი ქუთაისელი კალათბურთელის, გელა დარსაძის ხსოვნას ეძღვნება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
