ამაზე პასუხი და სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველოს დღეს აქვს ბევრად უფრო განვითარებული დემოკრატია, ვიდრე ჩვენ როცა ჩავიბარეთ ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას გუშინდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ვაპირებ, არჩევნებში მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დეტროიტში შეკრებილი მომხრეებისთვის მიმართვისას განაცხადა.
“ოპოზიციურ ველზე ბოლო დღეებში კონტურები იკვეთება მინიმუმ 3-4 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7274 ლარი ეღირება, ევრო – 2.9696 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5336 ლარი.
ჩვენ უკვე 16 წელია, ღია კარში ვდგავართ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა იფიქრონ ამაზე, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ნაცები“ ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით გაზრდას.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე იმიტომ, რომ რუსული კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, არის არაკონსტიტუციური - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
