ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა. ამიერიდან დღე-ღამეში ელექტროენერგია გამოირთვება 6 საათის განმავლობაში – ოთხი საათით დღის განმავლობაში, ორით კი – ღამით.
„რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებული ელექტროენერგიის დაზოგვის აუცილებლობის გამო 9 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას“, – აღნიშნულია საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.
აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თხოვნით, რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყო.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
