"სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა - ფაშიზმი უნდა განადგურდეს" - ილჰამ ალიევი
სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, ფაქტობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში „ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები“ მართავდნენ, რის შედეგადაც ქვეყანაც თავიანთი მსგავსი შექმნეს.
„ასეთი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობლები ვართ და ფაშიზმის საფრთხე არ ქრება. ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა, ან ჩვენ გავანადგურებთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - აღნიშნა ალიევმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
