დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა - 603, იმერეთი - 619, ქვემო ქართლი - 122, შიდა ქართლი - 140, გურია - 94, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 97, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 163 პაციენტი და საერთო რაოდენობა 58 674-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 33 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მიზნის მისაღწევად ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, არ გამორიცხავს ქვეყანაში დაბრუნებას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებელს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე პასუხობს: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვეშაძემ, ტელეკომპანია "პირველის "წამყვანებს - ბუკა პეტრიაშვილსა და ეკა მიშველაძეს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას უთხრა, რომ ტემპერატურა აქვს და არ იცის, ხვალ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე შეძლებს თუ არა მისვლას.
თბილისის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პრეპარატი რემდესივირი ამ ეტაპზე, ერთადერთი ეფექტური ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ამერიკის კვების და წამლის სააგენტომ ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის დაუშვა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 504 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 76 658-მდე გაიზარდა.
ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში საქართველო- ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ მატჩს ეხმაურება.
