ნოემბერი 10 2020

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, დღეს, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული მეორე განცხადება, მისი დაწერილია.


ნოემბერი 10 2020

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ჟურნალისტებისადმი მიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსმა მედიის წარმომადგენლებს არაეთიკურად მიმართა, თუმცა, მისივე თქმით, კომენტარი არ გასცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს.


ნოემბერი 10 2020

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.


ნოემბერი 10 2020

პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, პარტია ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს. 


ნოემბერი 10 2020

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ჩვენ ცუდი ნაბიჯის გადადგმა გვიწევს, რადგან მისი ალტერნატივა ქვეყნისთვის ბევრად უარესია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.


ნოემბერი 10 2020

აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით - ამ შინაარსის მიმართვას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე, ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ. 


ნოემბერი 10 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 8 ნოემბერს ოპოზიციის მხრიდან ცესკოზე შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო.


ნოემბერი 10 2020

კომპანია ფაიზერის მიერ შექმნილმა ვაქცინამ 90% - იანი კლინიკური ეფექტი აჩვენა. არა და გათვლა 50%-ზე იყო, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.


ნოემბერი 10 2020

გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამართავს, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.


ნოემბერი 10 2020

ეუთო-ს მისია 8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 


გვერდი 703 სულ 966
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.