„1000 მშობლის მარში“ ქუთაისში
ქუთაისში "ქალთა მოძრაობის" ინიციატივით "1000 მშობლის მარში" გაიმართა.
არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების გასაპროტესტებლად, ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ.
“კარგია, რომ სიმბოლურად “1000 მშობლის მარში” ქალთა სოლიდარობის დღეს დაემთხვა. იმიტომ, რომ ჩვენ ისეთ საზოგადოებაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ყველა დაუცველი ვართ. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ სახელმწიფოს უნდა შევახსენოთ, რომ დაუცველი არიან ჩვენი შვილები. ამაზე მშობლებმა უნდა ამოვიღოთ ხმა, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით დაუცველი არიან გოგონები. მე როგორც გოგოს მამა, ვარ სერიოზულად შეშინებული იმით, რაც ხდება ქვეყანაში და მოვედი რომ მივიღო ამ მარშში მონაწილეობა” – აცხადებს FirstNews.ge-თან საუბარში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.
"1000 მშობლის მარში", რომელიც ქობულეთში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას მიერ თვითმკვლელობის შემდეგ დაიგეგმა, პარალელურ რეჟიმში გაიმართა თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, მარნეულში, ქობულეთში, რუსთავში, ახალციხესა და ხარაგაულში.
კამპანიის ორგანიზატორები მოითხოვენ სისხლის სამართლის კოდექსში შეიცვალოს გაუპატიურების მუხლი და მოძალადის მიმართ თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ამოსავალი; პროკურატურაში შეიქმნას დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; სქესობრივი განათლება გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს ქობულეთში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლის 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
