თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატან მოიაზრებენ, ჭორს უწოდებს.
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა.
გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ხელმძღვანელის თქმით, მომავალი წელი 2020 წელზე უარესი იქნება და მსოფლიო, შესაძლოა “ბიბლიური მასშტაბის” შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს.
დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა გაიმართება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღეს გამოვლენილი 3020 შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში დაფიქსირდა.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 387 პაციენტი და საერთო რაოდენობა 62 061-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 34 პაციენტი გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 020 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 79 678-მდე გაიზარდა.
"დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ვადების დაჩქარებით იქნა მიღებული", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.
"ქართული ოცნების" მხრიდან ველოდები ისეთ გონივრულ კომპრომისს, რომ პროტესტიც აღარ გაგრზელდეს და ქვეყანაც დამშვიდდეს", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეს" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.
