"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დედოფლისწყაროში პირველი საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს.
მარნეულში ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანში დაპირისპირება მოხდა.
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 24.3% მზად არ იყო კენჭისყრის დასაწყებად.
"სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა, დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად, სწორედ ამის იმედი გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია არჩევნებზე მივიდა და საკუთარი ხმა დააფიქსირა.
“გერმანიის პრეზიდენტი “ფეიკს” უწოდებს ევროპული გამოცემა “ობზერვერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლისა და მათ მიერ ჩადენილი კრიმინალური შემთხვევების გამო, ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე ემუქრება.
“სამართლებრივად ყველაზე სწორი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ, მოხდება მისი შეწყალება და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს დეპორტაციას გაუკეთებენ, ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს და ამბობს, რომ სააკაშვილს აუცილებლად ექნება დასავლელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა, და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტი ჩამოდის.
“არჩევნებამდე 2 დღით ადრე “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მასთან ერთად გაერთიანებულმა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალია.
