ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სასოლი 11 იანვარს, დილით იტალიის ავიანოს მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
10 იანვარს ევროპარლამენტმა დაადასტურა, რომ იტალიელი მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკოსი 26 დეკემბრიდან იტალიის საავადმყოფოში იმყოფება.
"ჰოსპიტალიზაცია იმუნური სისტემის დისფუნქციის გამო სერიოზული გართულების გამო იყო აუცილებელი“, - აღნიშნული იყო განცხადებაში.
დევიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა. 2019 წლის ივლისში კი ის ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის პნევმონია ჰქონდა. მისი თქმით, პნევმონია, სავარაუდოდ, "ლეგიონერების დაავადებით“ იყო გამოწვეული. ამასთან, ევროპარლამენტში ბოლო დროს კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა, თუმცა სასოლი უარყოფდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაინფიცირდა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
