გაციება კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებაა - მეცნიერები
ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივი გაციების შედეგად T-უჯრედების მაღალი დონე აქვთ, კორონავირუსით ნაკლებად ავადდებიან.
კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.
კვლევა 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლების უმეტესობას კორონავირუსი გადატანილი არ ჰქონდა და არც COVID-19-ზე იყო აცრილი. მეცნიერებმა 52 მოხალისე შეისწავლეს, რომლებიც კოვიდინფიცირებულ ადამიანთან ერთად ცხოვრობდნენ. მონაწილეებმა PCR-ტესტები კონტაქტიდან მეოთხე და მეშვიდე დღეს ჩააბარეს.
აღმოჩნდა, რომ 26 მოხალისეს, რომლებიც არ დაინფიცირდნენ, T-უჯრედების დონე მნიშვნელოვნად მაღალი ჰქონდათ, ვიდრე კვლევის ინფიცირებულ მონაწილეებს.
"ვირუსისგან თავის დასაცავად, ეს T-უჯრედები თავს ესხმიან ცილებს COVID-19-ის შიგნით და არა ეკლოვან ცილას", - განმარტა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა აჯიტ ლალვანიმ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
