დეკემბერი 22 2021

1-დან 10 იანვრამდე საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. 


დეკემბერი 22 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "კორონავირუსის" ახალი შტამით ინფიცირებულთა 1/3-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.


დეკემბერი 22 2021

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის პროგნოზით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში "ომიკრონი" დომინანტური გახდება, შესაძლოა, ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ ყოველდღიურად 12-15 ათასს მიაღწიოს.


დეკემბერი 22 2021

საქართველოს პარლამენტმა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულაციების შესახებ კანონი დაამტკიცა. 


დეკემბერი 22 2021

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.0939 ლარი ეღირება, ევრო – 3.4946 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1183 ლარი.


დეკემბერი 22 2021

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეებს აშანტაჟებს. მისივე თქმით, პროცესი პოლიტიკას არ წაადგება.


დეკემბერი 22 2021

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში მივიდა და  ხარაგაულში დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ადამიანები მოინახულა. 


დეკემბერი 20 2021

“მთელი ეს საქმე ფალსიფიცირებულია, ცდილობენ ეს 3-წლიანი მასკარადი კიდევ გააგრძელონ.


დეკემბერი 20 2021

“ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ - ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის მკურნალობისთვის ორი ახალი მედიკამენტი Xevudy „სოტროვიმაბი" და Kineret-ი, გადაუდებელი გამოყენებისთვის კი მედიკამენტი Paxlovid-ი დაამტკიცა - მოვლენას იმედისმომცემად მიიჩნევს ჯანდაცვის სფერო.



გვერდი 621 სულ 988
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.