ბერლინში პოლიციამ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით მემორიალურ ადგილებში რუსული და უკრაინული დროშების გამოფენა აკრძალა
ბერლინში პოლიციამ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით მემორიალურ ადგილებში რუსული და უკრაინული დროშების გამოფენა აკრძალა.
მათივე განმარტებით, თვითგამოცხადებული დონეცისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე რუსეთის ომის სიმბოლიკის V-სა და Z-ის გამოყენება ასევე უკანონო იქნება კვირასა და ორშაბათს დაგეგმილი ცერემონიისას.
BBC-ის ცნობით, უკრაინის ელჩმა ანდრი მელნიკმა უკვა გააპროტესტა უკრაინული დროშის აკრძალვის გადაწყვეტილება. მან შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს ერთნაირ დამოკიდებულებას აგრესორისა და მსხვერპლის მიმართ.
„შოკირებულები ვართ, რომ ბერლინის პოლიციამ აკრძალა უკრაინის დროშა 8 და 9 მაისს. ეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის სახეში სილის გაწვნაა“,- განაცხადა ელჩმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
