''ომის დასრულების შემდეგ მეტი სივრცე იქნება ყველაფერზე საუბრისთვის'' - ირაკლი კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, თითოეული განცხადება, რასაც ისმენენ კონკრეტული უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, ემსახურება იმას, რომ რამენაირად ჩაითრიონ საქართველო ომში.
კობახიძის განმარტებით, ამას საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.
„არის რაღაც კოორდინირებული მოქმედება, რომელსაც აქვს ერთი კონკრეტული ამოცანა, ეს არის საქართველოს ომში ჩართვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ უკრაინა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ორიენტირებული იქნებიან იმაზე, რომ მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა არა მარტო ქვეყნებს, არამედ ხელისუფლებებს შორისაც.
„ომის დასრულების შემდეგ მეტი სივრცე იქნება ამ ყველაფერზე საუბრისთვის. ჩვენთვის მთავარია, რომ არის ტრადიციული საუკუნოვანი მეგობრობა ხალხებს, ქვეყნებს შორის და, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ უნდა იყოს ასახული ხელისუფლებებს შორის მეგობრობაზე, რასაც სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უკრაინელი ხალხი, უკრაინა, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიქნებით ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა არა მარტო ქვეყნებს, არამედ ხელისუფლებებს შორისაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
