თურქეთში მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის ჩრდილოეთით, ბარტინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა.
ათობით ადამიანი ამ დრომდე მიწის ქვეშ არის მოყოლილი.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჩას თქმით, გადარჩენილი 11 ადამიანი სამკურნალოდ არის გადაყვანილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე მოხდა. სახიფათო ზონაში, 300-350 მეტრის სიღრმეზე 49 ადამიანი მუშაობდა. აფეთქების მიზეზი უცნობია, საქმეს ადგილობრივი პროკურატურა იძიებს.
აფეთქება ბარტინის პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში პარასკევს მოხდა. ამ დროს მაღაროში 110 ადამიანი იმყოფებოდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
