"ოლაფ შოლცის განცხადება, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო იყო" - ირაკლი კობახიძე
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გერმანიაში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
„ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო საქართველოსთან დაკავშირებით და ეს გზავნილები გაჟღერდა არაერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. ყველა საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ევროკავშირის გაფართოება. ამ კონტექსტში პირდაპირ იყო მოხსენიებული საქართველო, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, აგვავსებს ოპტიმიზმით იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, აქედან გამომდინარე, შოლცის ეს გზავნილი იყო ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა: „დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა“.
გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე გუშინ მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
