საზოგადოებას 20 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად მისვლისკენ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის მამა
მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივიდნენ.
როგორც ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ „საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ“.
„ქართველებო და არაქართველებო, ქვეყნის განვითარების და აყვავების, ევროორიენტაციის მომხრეებო, უბრალოდ საზოგადოების რიგითო წევრებო, მედიკოსებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო. მოგმართავთ პირველ რიგში,როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი. საქმე ეხება ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი. კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის. კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, საქართველო გაიყვანა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ასპარეზზე და გახადა ანგარიშგასაწევ ძალად. ადამიანებს საქმით დაანახა და გაუღვივა ქვეყნის წინსვლის იმედი. ეს კაცია გადასარჩენი და ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება?!
დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში. დავუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით, არ დავუშვათ, რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ. მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა. დავრწმუნდით, რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ, არ გააჩნიათ, სამწუხაროდ.
თხოვნაა 20 რიცხვში 14:00 საათზე, მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან.
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! უფალი იყოს მისი მფარველი. მიშა უნდა გადარჩეს!” - წერს მიხეილ სააკაშვილის მამა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.
სიახლეები
- “აუცილებლად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს” - გიორგი ვოლსკი
- ,,მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს” – გარემოს სააგენტო
- დღეს დიდგორობაა
- “საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს” - კახა კალაძე
- “"ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია, საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს - არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგის სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ” - ნიკა გვარამია