მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე რეალური ძალა შეიქმნება - გიჟი „ჯაფარა“ და ვაშაძე რა დამოკიდებულებაში იქნებიან ხელმოცარულ „ნაცმოძრაობასთან“,ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ოპოზიციის ე.წ. სამეულის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შესაძლებლობაზე საუბრისას განუცხადა.
პირის მიერ თუ სასჯელის მოხდა შეუსაბამოა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მაშინ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაავადოს თუ არა სასჯელი, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დამოუკიდებელია და დაე, ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, ნუ განიზრახავს, რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს, მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განხორციელების შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევის დაახლოებით 50% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა მიწა. მიმაჩნია, რომ ბრძოლის ველი არის გზა, როდესაც არ არსებობს დიპლომატია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
გოგრა ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ეს ბოსტნეული არის დაბალკალორიული და იდეალურად ერგება ნებისმიერი სახის დიეტას.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამ ისედაც გაბზარული მსოფლიო ეკონომიკა ფინანსური კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. საგანგაშო სიგნალები სულ უფრო ხშირად ისმის. ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ კრიზისი გარდაუვალია, კითხვა კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რამდენად ღრმა და ხანგრძლიი იქნება ის?
სულ მცირე 252 ადამიანი დაიღუპა და 377 დაშავდა ინდონეზიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განახლებული მონაცემები დღეს, 22 ნოემბერს გამოაქვეყნა.
რუსული კომპანია „როსატომის“ ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს.
ზუგდიდში, 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
