"გაწვევა“ საქმით უნდა აჩვენო,- დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო"- სერგი კაპანაძე
უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით. პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა" არ არსებობს. სიტყვაზე კიდევ არ ვენდობით. ამ ხალხმა, ხუნდაძეების და დაჩი ბერაიების თამადობით პროპორციულზე გადაგვაგდო, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაპანაძე აღნიშნავს, „ჯერ არაა ეს პატარა ბრძოლა ბოლომდე მიყვანილი“.
„უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით. პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა" არ არსებობს. სიტყვაზე კიდევ არ ვენდობით. ამ ხალხმა, ხუნდაძეების და დაჩიბერაიების თამადობით პროპორციულზე გადაგვაგდო.
ამიტომ საქმით უნდა აჩვენო "გაწვევა". ანუ დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო. ეგ იქნება საქმე.
მერე ისევ შეუძლიათ შემობრუნება, განა არ იკადრებენ, მაგრამ ახლა "გაწვევა" იქნება ეს.
პ.ს. და ყველა დაკავებული უპირობოდ უნდა გაუშვან“,- წერს კაპანაძე.
ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
