"ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან მუდმივი სამუშაო პროცესია, ამიტომ ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილის მომგვრელია"- არჩილ თალაკვაძე
ოპოზიცია ცდილობს, ამ ვიზიტისგან სკანდალი შეექმნას, რადიკალური ოპოზიცია ეჭვებითა და სკანდალებით მოქმედებს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მათ საკუთარი ქვეყნისთვის ისეთი საკითხების დაბრალება პრობლემას არ უქმნით, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
„ეს გამოჩნდა მაშინაც, როცა ჯერ შეხვედრებიც არ იყო გამართული, თუ რა იქნებოდა ნათქვამი ამ შეხვედრებზე. ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა. სინამდვილეში, ეს იყო საქმიანი ვიზიტი და შეხვედრა ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა და ევროკავშირი ამას პარტნიორებთან განიხილავს. ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან მუდმივი სამუშაო პროცესია, ამიტომ ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
