"გვარამია ციხიდან გამოვიდა და პოლიტიკური კარიერის განახლება პრიგოჟინით დაიწყო, ჩანს, მას არანაირი პოლიტიკური წარმატების რესურსი არ აქვს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვერაფერს შემატებს"- ირაკლი კობახიძე
გვარამია ციხიდან გამოვიდა და ეგრევე შეცდომა დაუშვა, საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება პრიგოჟენით დაიწყო, ჩანს, რომ მას არანაირი პოლიტიკური წარმატების რესურსი არ აქვს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვერაფერს ვერ შემატებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა ხედავს, რომ ოპოზიციის რეიტინგი თანდათან იკლებს.
„წინა არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი თუ 30 პროცენტზე მეტი იყო, ახლა 20 პროცენტზე ნაკლები აქვთ. სხვა პარტიებიდან არცერთს არ აქვს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რესურსი. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ დღეს არსებული მდგომარეობა, არამედ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საზოგადოების მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რაც ქვეყანას დღეს აქვს აღებული. რაც შეეხება კონკრეტულ პერსონებს, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რაიმე ცვლილება შეიტანონ პოლიტიკურ პროცესებში. გვარამია ციხიდან გამოვიდა და სჯობდა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოსულიყო, რადგან ეგრევე შეცდომა დაუშვა – საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება პრიგოჟინით დაიწყო. ჩანს, რომ მას არანაირი პოლიტიკური წარმატების რესურსი არ აქვს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვერაფერს ვერ შემატებს“, – განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
