აგვისტო 31 2023

ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა, უხეშად არღვევს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


აგვისტო 31 2023

სულ ცოტა 63 ადამიანი დაუღუპა და 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა იოჰანესბურგში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას BBC სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 
 

ჯერჯერობით უცნობია ქალაქის ცენტრში ხუთსართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზი.

 

არსებული ინფორმაციით შენობაში ძირითადად მიგრანტები ცხოვრობდნენ, რომლებსაც შენობა უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული.

 

სამაშველო სამსახურებმა შენობიდან ადამიანიბის ნაწილის გამოყვანა შეძლეს. გრძელდება სამაშველო სამუშაოები.


აგვისტო 31 2023

პრეზიდენტს ამბიცია აქვს, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, რისი უფლებაც არ აქვს - დამოუკიდებლად უნდა, რომ მოიფიქროს ვიზიტები და შემდეგ მთავრობა როგორც სამეურნეო მექანიზმი მიეწიოს და უზრუნველყოფს მისი ვოიაჟები, "მივდივარ და ახლა თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთ" შეთანხმება არ არის, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.


აგვისტო 31 2023

Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


აგვისტო 31 2023
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი ქრთამის და სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით საზღვარგარეთ წავიდა და რომ მექრთამეებს პასუხს მოსთხოვენ.

აგვისტო 31 2023

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


აგვისტო 29 2023

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, რომ ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და კანდიდატის სტატუსს მაინც მოგვცემენ „ქართული ოცნების“ ჯინაზე, - ასე აფასებს პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას.


აგვისტო 29 2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვის საბოლოო შედეგებს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.


აგვისტო 29 2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის გამოცდის შედეგი.


აგვისტო 29 2023

ხელისუფლება ჯიუტად, ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ საქართველოს მეგობრები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა და ა.შ. საქართველოს მიმართ დაიწყონ აღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა იმის შესახებ, რომ „რუსეთი ეცდება ჩინეთმა და ინდოეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარონ“.


გვერდი 424 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.