აგვისტო 29 2023

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ უკრაინამ დასავლეთს მართლაც შეუთანხმა ყირიმზე დარტყმები, ეს რუსეთს აძლევს საშუალებას იმოქმედოს jus ad bellum-ის(ომის უფლება) ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.


აგვისტო 29 2023

საქართველოში ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომლებიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.


აგვისტო 29 2023

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა 50 წლის თემურ ხარჩილავა.


აგვისტო 28 2023

უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.


აგვისტო 28 2023

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, ისრაელის მაგალითზე, შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს რუსეთთან გრძელვადიან ომზე, მაგრამ უკრაინელების სიცოცხლის დაკარგვის გარეშე.


აგვისტო 28 2023

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენება, შესაძლოა, 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.


აგვისტო 28 2023

რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.


აგვისტო 28 2023

საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება, - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა.


აგვისტო 27 2023

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ყირიმს „კომბინირებული გზით“ გაათავისუფლებს, მაგრამ ეს სამხედრო მოქმედებების გარეშე შეუძლებელია.


აგვისტო 27 2023

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


გვერდი 425 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.