გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი.
„ლელომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში 58 დეპუტატი გაიყვანა, საშუალოდ 1 დეპუტატიც არ გამოუვიდა ერთ საკრებულოში და გახარიამ 26 დეპუტატი შეიყვანა 64 საკრებულოში ერთად, თუმცა ამ შემთხვევაში უღირთ ამ პლატფორმის გამოყენებაც, ყოველ შემთხვევაში, ასეთია უცხოელი პატრონების დავალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
,,რეალურად, არის ძალიან მარტივად დადგმული სცენარი. ჩვენ ვიცით, როგორი ალიანსია ამ ტელევიზიასა და ამ პოლიტიკურ ძალას შორის, კონკრეტულად “ტვ პირველი” არის პირდაპირ “ნაცმოძრაობის” პარტიული ტელევიზია და ვინ დაიჯერებს იმას, რომ აქ არის რაიმე დაპირისპირება სახეზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, “ტვ პირველის” და კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესაძლო დაპირისპირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა - არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე, ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები ისევ იზრდება – ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 471 ფაქტი გამოავლინეს.
გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით - მადლობას ვუხდი განსაკუთრებით თბილისს მხარდაჭერისთვის, არ დავიღლები თქვენს სამსახურში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩვენ ამ ძალებს [“ლელო - ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის”] უკვე სერიოზულად აღარ აღვიქვამთ, სულ რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება სარჩელი შეტანილი - შესაბამისად, “ნაცმოძრაობა” და თავისი ფილიალები აუცილებლად გაუქმდებიან, როგორც პოლიტიკური პარტიები - ამას დიდი მსჯელობა არ დასჭირდება - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
