სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 11.5%-ით (204.0 ლარით) გაიზარდა და 1 970.8 ლარი შეადგინა.
სამოქალაქო აქტივისტი ვახტანგ ფიცხელაური, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე დედაქალაქში იმყოფებოდა, საპატიმროში შიმშილობას აცხადებს. მისი წერილი, რომელშიც შიმშილობის მიზეზზე საუბრობს, მისმა ცოლმა, თეო ბზიშვილმა გაავრცელა.
ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ! - ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალიამ განაცხადა.
ძალადობრივ ქმედებას ყოველთვის გმობდა ევროპარლამენტი და პარტნიორები - მე ვარ გადატრიალების მსხვერპლი, როდესაც 1990-1992 წლებში პარლამენტის წევრი ვიყავი. მე ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ დასავლეთი ძალადობას არ გმობს“.
პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის (IPI) და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS) პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად დასახელდა.
დაკავებული აკადემიკოსი, ექიმი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც, პარტნიორობაც ორმხრივი და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი გავსრისოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით განაცხადა.
დროის მოკლე ინტერვალში ბრალდებულთა მხრიდან განხორციელდა იმგვარი ქმედებები, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ გახლავთ მიმართული, – ამის შესახებ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2004 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.
