„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს საჯაროდ აფრთხილებს, რომ თუ უკრაინაში ომი არ დასრულდება, შესაძლოა, უკრაინას გაუგზავნოს შორ მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტები Tomahawk. ეს ისრაელისკენ მიმავალმა ტრამპმა გასულ ღამით მედიას პრეზიდენტის თვითმფრინავში განუცხადა.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ავრცელებს ინფორმაციას 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის დაკავებული წევრებისთვის პენიტენციური სისტემის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შესახებ.
მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაშიდამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში წერს 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„დაპირისპირებას პროვოცირება გაუკეთა მთავრობამ. ღობეები იყო გადაჭრილი და შეიძლება ის პირველი, ვინც ღობე წააქცია მთავრობის ხალხი იყო“, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
4 ოქტომბრის „შემოქმედებმა“ საზოგადოების დემორალიზაციის კამპანია მაინც შეწყვიტონ, დროა - ჩაივლის ყველაფერი, მოიგებს საქართველო ამ ომს. სასაცილოდ გამოჩნდება ყველა, ვინც ახლა განწირული ჰეროიზმის ნარატივით თრგუნავს საზოგადოებას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საერთო პოზიცია და გადამწყვეტი ზეწოლა მოახდინონ ჩინეთზე, რათა მან შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ეკონომიკური მხარდაჭერა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
“ვინც დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო მორყეული, მას იმის დაჯერებაც მოუწევს, რომ დამხობის ორგანიზატორებმა ამის შესახებ იცოდნენ და ადამიანები განზრახ წაიყვანეს ორბელიანზე!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არამხოლოდ, ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გურჯაანში სოფო ჯაფარიძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
