“საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დღეს, 12 ოქტომბერს თბილისში მზიანი დღე იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი: 2004 წელს დაბადებული ც.ქ., 1985 წელს დაბადებული ა.ი. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.კ. დააკავეს.
მომავალი წლიდან საქართველოში პენსია, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები იზრდება.
ადვოკატი შოთა თუთბერიძის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან რუსთავის ციხეში 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის გამოსაკითხად.
ციხეები აავსეს ახალგაზრდა პატრიოტი ბიჭებით. არ შეგრჩება ბატონო ბიძინა, იცოდე დიდხანს ვერ გაძლებ, - ამის შესახებ ექიმმა, კარდიოლოგმაანზორ მელიამ რუსთაველის გამზირზე, ექიმების საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს.
სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე განცხადებას ავრცელებს და მიმართავს ოპოზიციურ მედიებსა და მოსახლეობას, რომ ახლა ყველაზე მეტადაა ერთმანეთის თანადგომის დრო.
ვიდეო გალერეა
ჩვენს შესახებ
მოკლე ინფო
ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.
