ოქტომბერი 06 2025

“უცხოური ძალა, რომელიც საქართველოს და ხელისუფლებას ებრძვის, 4 ოქტომბრის შემდეგ დაფიქრდება და, სულ მცირე, გარკვეულ მოლაპარაკებებს დაიწყებს ან რაღაც ფორმატს შეცვლის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


ოქტომბერი 06 2025

ძლიერმა შტორმმა, რომელიც ჰიმალაის რეგიონს დაატყდა თავს, ნეპალსა და ინდოეთის მხარეში მეწყერი და წყალდიდობები გამოიწვია. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას სულ მცირე, 70 ადამიანი ემსხვერპლა.


ოქტომბერი 06 2025

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებები იყო არასწორი და უპასუხისმგებლო, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის აქცია და ასევე, ათონელის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები შეაფასა.


ოქტომბერი 06 2025

ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ დღევანდელ არალეგიტიმურ რეჟიმთან ურთიერთობების გადატვირთვის არანაირი რესურსი არ არსებობს, თუ ის გააგრძელებს ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაზე.


ოქტომბერი 06 2025

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს ახალი თაობის განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას.


ოქტომბერი 06 2025

“პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში”, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 06 2025

პირი, რომელმაც პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა, დაკავებულია.


ოქტომბერი 06 2025

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფასებს.


ოქტომბერი 06 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ბ.ქ., 1997 წელს დაბადებული დ.ქ. და 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ჰ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


ოქტომბერი 06 2025

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.


გვერდი 46 სულ 955
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.