მარწყვის ქაფქეიქები
ინგრედიენტები:
8 ცალი დიდი, ახალი მარწყვი
მომზადებს წესი:
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 165 C – მდე. მოაცხეთ ცხიმი ქაფქეიქების საცხობ ჭიქებს ან ჩააფინეთ მათში ერთჯერადი ქაღალდის ფორმები.
მოათავსეთ ბლენდერში 8 ცალი მარწყვი და თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული პიურე თესლის მოსაცილებლად გაატარეთ საწურში. დაახლოებით უნდა გამოვიდეს ¾ ჭიქა. დროებით გადადგით.
დიდ თასში კარგად შერევამდე თქვიფეთ კვერცხი, შაქარი, მცენარეული ზეთი, ½ ჩაის კოვზი ვანილის ექსქრაქტი, ლიმონის ცედრა და მარწყვის პიურე. შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სურვილისამებრ* წითელი საკვები საღებავი ვარდისფერი შეფერილობისთვის. ცომი კოვზით გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ ფორმებში ისე, რომ ამოავსოთ ჭიქების 2/3.
აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 23 წუთი, სანამ ქაფქეიქები არ ამოვა ან/და ცენტრში ჩასობილ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. მორთვამდე გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში.
თასში მიქსერით კარგად შერევამდე თქვიფეთ დარბილებული კრემ-ყველი და კარაქი. დაუმატეთ შაქრის პუდრა და ½ ჩაის კოვზი ვანილის ექსქრაქტი უკოშტო მასის მისაღებად. მორთეთ თითოეული ქეიქი დაახლოებით 2 კოვზი მიღებული კრემით და მორთეთ ახალი დიდი მარწყვის თხელი ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!
წყარო:kulinaria.ge
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
