4 ოქტომბერს იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, ეს სტანდარტი ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, იგივეა ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
“უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზეკომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე - ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას და რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე? , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ახლა ხედავთ ფეხებგაფარჩხული რომ კეტავენ გზას, იმიტომ, რომ არ ყოფნით ადამიანები. 20 ადამიანი ვერ იძალადებს 1.5 მილიონიან ქალაქზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები განხორციელდება.
რატომ დავიჯერეთ ის, რომ ბიძინას ქოცები ღალატობდნენ და იმათ იმედად რევოლუცია უნდა მოგვეწყო? ის ხალხი ციხეში რომ აღმოჩნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს?! რისთვის გაწირეს ეს ხალხი? – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
“ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით,”- ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის მონაწილეების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
