,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ევროპელების არ ეშინია და თუ უკრაინა დაეცემა, ომი ევროკავშირის ქვეყნებში გადაინაცვლებს.
„პუტინს ევროპელების არ ეშინია. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, მათ ბევრი რამ დაგვეხმარნენ, მაგრამ მას მათი არ ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ ევროპელები ცხოვრობენ მშვენიერ, უსაფრთხო სამყაროში, რომელიც თავად ააშენეს. ცხოვრება ევროპაში მშვენიერი, სასიამოვნოა. ევროპელებს არ სჯერათ, რომ ეს (ომი) შეიძლება მათ ქვეყანაში მოხდეს. მაგრამ დღეს ეს საკმაოდ ნათელია: თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება. უკრაინის მეზობელი ქვეყნები ხვდებიან, რომ პირველი მსხვერპლი ისინი იქნებიან, რომ რუსეთი უფრო შორს წავა. რუსულ დრონებს შეუძლიათ დიდ მანძილზე მოქმედება, მათი რაკეტების მოქმედების რადიუსი შეუზღუდავია. ისინი ყველგან დარტყმას განახორციელებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ France 2-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, „სუფთა დემოკრატიას“, რომლის პირობებშიც ევროპა ცხოვრებას, არ აქვს პუტინის დამარცხებას უნარი, რადგან ის ომის არცერთ წესს არ იცავს.
პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოზიცია, რომლებიც უკრაინაში ომს „სხვის პრობლემად“ მიიჩნევენ. მისი თქმით, როდესაც ლიდერები უარს ამბობენ იარაღის ხარჯების გაზრდაზე ენერგომატარებლების ფასების ზრდის ან შიდა პრობლემების გამო, მათ უბრალოდ არ სურთ აღიარონ ყველა ის რისკი, რომელიც დღეს არსებობს.
ზელენსკის თქმით, პუტინს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეშინია, რადგან მას ეკონომიკისა და სამხედრო ძალების მეშვეობით გავლენის რეალური ბერკეტები აქვს.
„პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია. ეს არის რეალობა. პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რომ მას გავლენის ბერკეტები აქვს ეკონომიკის, სანქციებისა და სამხედრო ძალების მეშვეობით. მას შეუძლია გადმოგვცეს იარაღი, თუ არ სურს ამერიკის სამხედრო ძალების პირდაპირ ჩართვა. მას შეუძლია პუტინზე ამ ზეწოლის შენარჩუნება ჩვენი სამხედრო ძალების მეშვეობით; ეს ყველაფერი შესაძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
- ,,თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება"- მიხეილ სარჯველაძე
