December 23, 2025

აპრილი 22 2024

ამ კონტრაქციებით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირებას ამ ფორმით აპირებს - „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საზოგადოებაში დანერგოს და გააღვივოს სიძულვილი, დაპირისპირება, მერე კი მართოს ის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო- სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.


აპრილი 22 2024

29 აპრილს არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება და საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ მყარ ეროვნულ კურსს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის საყოველთაო- სახალხო განხილვისას განაცხადა, რომელიც ქუთაისში იმართება.


აპრილი 22 2024

29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს, - ასე ეხმაურება პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას.


აპრილი 22 2024

რა გვინდა საქართველოს მოქალაქეებს? გვინდა თუ არა, ვიცოდეთ უფრო მეტი მათზე, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, მონაწილეობენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში? - პასუხი ერთადერთია, გვინდა და გვაქვს უფლება ვიცოდეთ მეტი მათ შესახებ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას განაცხადა.


აპრილი 22 2024

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს თბილისში. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს „მხარდამჭერთა თხოვნაა“.


აპრილი 19 2024
 ინგრედიენტები

აპრილი 19 2024

ბოლო სამი დღის განმავლობაში ვნახეთ მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციებია, სადაც ბევრი ახალგაზრდა მღეროდა და ცეკვავდა - ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International News-სთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.


აპრილი 18 2024

ეს არის რუსული კანონი, ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.


აპრილი 18 2024

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო სექტორს ევალებათ ინფორმაციის გასაჯაროება, იგივე უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


აპრილი 18 2024

მაშველები მუშაობას განაგრძობენ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში. რუსეთის არმიამ ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრზე სარაკეტო შეტევა 17 აპრილს მიიტანა.


გვერდი 358 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.