ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
გეკითხებით, რუსული კანონი უკან რომ არ წაგეღოთ, თავზე რომ გადაგახიათ ხალხმა, კანდიდატის სტატუსს მიიღებდით თუ ვერა? დემაგოგიაში ვის ეჯიბრები? – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მამუკა მდინარაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
გამჭვირვალობის შესახებ კანონის რაიმე ტიპით დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არასწორი მიდგომაა და ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის ევროპული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არმიღება იმ დონორების ინტერესშია, ვიცი მიზანიც არის ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება და პოლარიზაციის გაღრმავება.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველომ გუშინ სტრასბურგში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე მოიგო.
