December 23, 2025

აპრილი 24 2024

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდადებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ინფორმაცია მისმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა: „საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა“.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.

 

აქამდე პრეზიდენტი შეწყალების აქტს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო ვერ გამოსცემდა.


აპრილი 24 2024

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხალხის სიმცირის გამო პარლამენტთან გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ „გზის ხელოვნური გადაკეტვა ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე“.



აპრილი 23 2024

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი - ამ მოცემულობაში, ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა გადავიდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში შედის - მათ შორის, გაიწვიოს „რუსული კანონი” და გადაერთოს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტირებაზე 9 რეკომენდაციის შესრულებით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.


აპრილი 23 2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დაფინანსება ევროკავშირიდან გაუმჭვირვალედ შემოდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „აგენტების კანონის“ მნიშვნელობაზე ლაპარაკისას უთხრა - ამ კანონის მიღებას საქართველოს პარტნიორები ევროინტეგრაციის ხელშემშლელ გარემოებად ასახელებენ.


აპრილი 23 2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი.


აპრილი 23 2024
ინგრედიენტები

აპრილი 22 2024
 ინგრედიენტები

აპრილი 22 2024

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.


აპრილი 22 2024

ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ქართველები ევროპაში კი არ უნდა შევიდნენ, არამედ ევროპა უნდა იყოს ქართველებთან ერთად, რაც მდინარაძის აზრით, სწორი დამოკიდებულება არის.

 

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მხარდაჭერა კი არ მოვიპოვოთ, კარგი გაგებით, ვაიძულოთ ჩვენი ოპონენტები, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. არათუ მხარი დაუჭირონ, არამედ მათ უნდა თქვან, აღიარონ, რომ ქართველი ხალხის ნება არის აქ. როდესაც ამ კონტექსტში ლაპარაკობენ, თითქოს ჰომოფობიურია, ევროპასთან დაკავშირებით პრობლემები გვექმნება, ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხასიათი. ჩვენ მეგობრებს ვცნობთ, ვაღიარებთ, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი იდენტობა, ჩვენი ხასიათი, ჩვენი კულტურა, ტრადიციები, მენტალობა და ამის წაშლას არ და ვერ დავუშვებთ. ამას არ გვაპატიებს არც ჩვენი მომავალი და არც ქართველი ხალხი. ჩვენ ევროპაში კი არ უნდა შევიდეთ, ევროპა ქართველებთან ერთად- ეს არის ჩვენი სწორი დამოკიდებულება იმიტომ, რომ ქართველები არიან, მათ შორის ევროპის არქიტექტორები, თავიანთი დემოკრატიით,წარსულით, საუკუნოვანი, დემოკრატიული, ევროპული, ქრისტიანული ისტორიით“,-განაცხადა მდინარაძემ.


გვერდი 357 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.