,,როცა "ნაცების" დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ "ნაცების" დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს"- იაგო ხვიჩია
როცა "ნაცების" დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ "ნაცების" დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს - "ქართული ოცნება" გაკოტრებულია, მას დაპირების გაცემაც არ შეუძლია! - ასე აფასებს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია მმართველი პარტიის პირობას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების შესახებ.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, "ქართული ოცნება" ყველა არჩევნების წინ "ნაცების" ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეზე საუბრობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი, ამ ლაიტმოტივით გარეჯს იბრუნებდა და ამბობდა, რომ "გარეჯი საქართველოა".
ხვიჩიას თქმით, ეს ადასტურებს უეჭველ კრიზისს "ქართულ ოცნებაში".
"ეს არის ქოც-ნაცური ბრძოლა წინასაარჩევნოდ. "ქართული ოცნება" როგორც აქამდე ახერხებდა "ნაცებთან" ბრძოლის ფარგლებში პოლარიზაციას, ხალხის დაშინებას და პირობას, რომ არჩევნების შემდეგ მათზე შურისძიებას დაიწყებს, ზუსტად იმავეს აგრძელებს ახლა", - აღნიშნა ხვიჩიამ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების თემაზე დასმული კითხვის პასუხად.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
