ივნისი 19 2024

ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით - მისი შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ივნისი 19 2024

საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ჩვენ ყველა არგუმენტი მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, თუნდაც მათ თქვან, რომ ლეგიტიმური არგუმენტები არ გაუგიათ, - ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.


ივნისი 19 2024

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში გულდასაწყვეტი უწოდა პროცესს, რომლის გამოც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია პრაქტიკულად გაყინულია. მისი სიტყვებით, მომავალ კვირაში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე განიხილება საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების საპასუხო ზომების საკითხი.


ივნისი 19 2024

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე - ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება, - წერს თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში, რითაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს ეხმაურება.

 

როგორც კალაძე წერს, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები მეტი მონდომებით წარსდგება.

 

„მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!

 

მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!

 

წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება.

 

წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!“,- წერს კალაძე „ფეისბუქზე“.

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.


ივნისი 19 2024

მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ!, - ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.


ივნისი 19 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კიბახიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მადლობას უხდის.


ივნისი 19 2024

ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ სურთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო დამარცხდნენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.


ივნისი 19 2024

ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ სურთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო დამარცხდნენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.


ივნისი 18 2024

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის.


ივნისი 18 2024

ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს მაშინ, როდესაც ევროკავშირის ათჯერ უფრო მეტი დახმარება სწორედ სახელმწიფო უწყებებს ხმარდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.


გვერდი 341 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.