,,თუ ამბობ, რომ გაყალბდა არჩევნები, წარმოადგინე მტკიცებულებები"- ირაკლი ზარქუა
მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა უარგუმენტო ბრალდებას პასუხი გაეცემა.
,,რაც შეეხება უსამშობლოებს, რა არის მათი მიზანი – დაგაბრალონ და შემდეგ შენ თავი უნდა იმართლო. თუ ამბობ, რომ გაყალბდა, წარმოადგინე მტკიცებულებები. ამას ვერ აკეთებენ,
მიეცით ჩვენება, წამოიღეთ თქვენი არგუმენტები და ვიმსჯელოთ მოსამართლესთან. ეს არ უნდათ. არც პროკურატურასთან უნდათ თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის თითოეული ამ უსამშობლოს მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ არჩევნები. ყველა ამ უბადრუკ, უარგუმენტო ბრალდებას პასუხი გაეცემა“, – აცხადებს ზარქუა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
