ივნისი 24 2024

2024 წლის პირველ სამ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1 416 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 1 071 პირს დაუდასტურდა.


ივნისი 24 2024

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


ივნისი 21 2024

თურქეთის სამხრეთ რეგიონში მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი და დაშავებულია 44 ადამიანი. დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ავრცელებს.


ივნისი 21 2024

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია უკრაინასა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.


ივნისი 21 2024
ინგრედიენტები: 

ივნისი 21 2024

„გამჭვირვალობის კანონი“ კანადაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ისრაელში და ძალიან ბევრ ქვეყანაში თუ არ უთხრის ძირს დემოკრატიას, პირიქით, აძლიერებს სუვერენიტეტს და დემოკრატიულ პროცესებს, როგორ შეიძლება ამან საქართველოში რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს და ძირი გამოუთხაროს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.


ივნისი 21 2024

ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის - შენი მარჯვენა ხელი გეუბნებოდეს, „დაგმე ამერიკა და ევროკავშირი“ და მარცხენა ხელი გეუბნებოდეს, „იცი რა, გადატვირთვაა საჭირო და ნორმალიზაცია", ჩემი აზრით, არ გამოიყურება სერიოზულად, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ივნისი 21 2024

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტის შესახებ მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.

 

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. თუკი ცვლილება ძალაში შევა, ცესკო ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების მიღებას.

 

ამავე კანონპროექტით, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის არსებობა შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია. ის არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში იქმნებოდა და სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებდა.

 

პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ცვლილებით ფაქტობრივად დგინდება, რომ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია პარტიებს შორის ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ქმნის კონსენსუსის წინაპირობას, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა ცესკოს, საარჩევნო პროცესის, ზოგადად, ჩატარებული თუ ჩასატარებელი არჩევნების მიმართ ნდობის თვალსაზრისით.

 

მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე დაძლევას გეგმავს.


ივნისი 21 2024

თბილისის საბავშვო ბაღებში ​​​​​​​​ბავშვების რეგისტრაცია მომავალი სასწავლო წლისთვის 8 ივლისიდან დაიწყება. მშობელი სისტემაში ვერ დაარეგისტრირებს ბავშვს, რომელსაც 16 სექტემბრის ჩათვლით, არ შესრულებია ორი წელი. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება და 14 ივლისს 00:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ:



გვერდი 339 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.