ჰოლანდიის პოლიციამ ებრაელების მასობრივი დარბევის შემდეგ პროპალესტინურ აქციაზე 50 მომიტინგე დააკავა
ჰოლანდიის პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა, რომლებიც ებრაელების მასობრივი დარბევის შემდეგ ორგანიზებულ პროპალესტინურ დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ჰოლანდიის პოლიციაში განმარტეს, რომ გასულ კვირას ტერიტორიიდან 300-მდე ადამიანი გაიყვანეს, რომლებმაც უგულებელყვეს სამართალდამცველების მოწოდება დემონსტრაციების აკრძალვასთან დაკავშირებით.
დედაქალაქის დამბის მოედანზე ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი სკანდირებდნენ – “თავისუფალი პალესტინა” და “ამსტერდამი გენოციდს არას ეუბნება”.
ისრაელი გენოციდთან დაკავშირებულ ბრალდებებს პალესტინის მებრძოლი დაჯგუფება “ჰამასის” წინააღმდეგ არ აღიარებს.
8 ნოემბერს ევროპის ლიგის ფარგლებში ნიდერლანდურ კლუბ „აიაქსსა“ და თელ-ავივის „მაკაბის“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამსტერდამში არეულობა დაიწყო. ადამიანები, რომლებიც პალესტინურ ლოზუნგებს ყვიროდნენ „მაკაბის“ საგულშემატკივროდ ჩასულ ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
