"ჩვენ გაგვყიდეს რუსებზე 500 მილიარდად, რუსეთის გავლენის ზონად და ამასთან ეს 500 მილიარდი უნდა გადავიხადოთ ჩვენ და არა რუსეთმა; ეს არის, რაც ხდება"- ალექსეი არესტოვიჩი
“მე ვამბობ, როგორც იყო – ჩვენ გაგვყიდეს რუსებზე 500 მილიარდად, რუსეთის გავლენის ზონად და ამასთან ეს 500 მილიარდი უნდა გადავიხადოთ ჩვენ და არა რუსეთმა. ეს არის, რაც ხდება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც დასავლეთმა დაინახა, რომ მის დახმარებას იპარავდნენ უკრაინის ჩინოვნიკები, ხოლო გენერლები სულ უფრო ცუდად იბრძოდნენ, მათ გადახედეს უკრაინის სტატუს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეს.
„ეს მოხდა რამდენიმე მიზეზით: 1 მიზეზი – ჩვენ ისე ვიქცეოდით, რომ სულ ვკარგავდით ჩვენს პარტნიორულ თვისებებს. ორი წლის წინ ჩვენ განგვიხილავდნენ როგორც აღმოსავლეთის ღამის გუშაგს, ისინი გაოცებული იყვნენ თუ როგორ ვუმკლავდებოდით რუსეთის შენაერთებს. ისინი მიხვდნენ, რომ ვა, რა ბიჭები არიან, ეს აღმოსავლეთის ღამის გუშაგია და ამიტომ ყველაფრით უნდა მოამარაგონ, იარაღით და ა.შ რომ შეაკავონ რუსეთი.
მაგრამ როდესაც მათ ნახეს, რამდენს ვპარავდით საკუთარ ჯარისკაცებს, მათი სისხლის საფასურად, სახელმწიფო და ჩინოვნიკები რამდენს იპარავდნენ, მიხვდნენ, რომ დასავლეთის დახმარება იპარებოდა, დასწიეს ჩვენი სტატუსი და გადახედეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეს, რომ ძალიან დიდი ამბიციებია და არავის არ უნდა შეცვლა, გაკვეთილის სწავლა, უფრო ცუდად და ცუდად იბრძვიან არა ჯარისკაცები, არამედ გენერლები. ჩვენი სტატუსის გრაფიკი სულ ქვემოთ და ქვემოთ იწევს. მათ დასწიეს ჩვენი სტატუსი, უფრო ზუსტად ჩვენ დავწიეთ, ნეიტრალურ ტერიტორიამდე ანუ რუხ ზონამდე“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.
სიახლეები
- ადვოკატის ვარაუდით, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
- “კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები” - თეა წულუკიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის მახლობლად იმყოფებიან
- ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო
- “ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის” - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები