"ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს” - სალომე ზურაბიშვილი
"ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს”
მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით ესე იგი სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას?
ერთი იმით რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და შოპინგობენ.
მეორე რომ არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია ( მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფას დაუდებელი გახდა და აფრიალებენ ამ სურათებს ამიტომ)
ყველაფერი მოკლედ იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა რომ ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს …. ????" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
