December 20, 2025

ივნისი 20 2025

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსს, ნიკა მელიას კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ედავებიან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შეურაცხყოფას, რაც გამოიხატა მისთვის წყლის შესხმით.


ივნისი 20 2025

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ანტიკორუფციულმა ბიურომ მათგანაც მოითხოვა გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სასამართლოს ბრძანებით, ბიურო ითხოვს „ყველა ტიპის ინფორმაციას და არ ადგენს შემოწმების მიზანზე დაფუძნებულ საზღვრებს და ფარგლებს“.


ივნისი 20 2025

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს გამართულ სხდომაზე, მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას შეახსენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები სრულად ევროპულია და ის ევროპის ყველა ქვეყანაში დიდი ხანია მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.


ივნისი 20 2025

„სასურველია, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.


ივნისი 20 2025

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, ფაიფურისა და კომბინატის დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


ივნისი 20 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, ნიკოლაძის, ვაშლოვანის, კოსტავასა და ახვლედიანის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.



ივნისი 19 2025
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ივნისი 19 2025
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი "არსებობას ვეღარ გააგრძელებს". ამის შესახებ მან ირანის ბოლო სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა.

ივნისი 19 2025

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


გვერდი 172 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.