უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა
უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა.
ბაძაღუას, რომელიც წარმოშობით წალენჯიხის სოფელი ჯგალიდანაა, 26 ივლისს ჯერ თბილისში ჩამოასვენებენ, შემდეგ კი წალენჯიხაში დაკრძალავენ.
ინფორმაცია 25 ივლისს გაავრცელა წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ბელქანიამ.
„მას წალენჯიხაში სამხედრო წესით, როგორც მებრძოლს რუსული ბოროტების წინააღმდეგ დაკრძალავენ“, - წერს თამარ ბელქანია.
„მას შეეძლო სივრცე დაეტოვებინა, თუმცა დედით უკრაინელმა და მამით ქართველმა სამშობლოსათვის ბრძოლა და თავგანწირვა არჩია“, - წერს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.
მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე ბრძოლაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
