რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს. არის მსხვერპლი.
ამერიკული ავიაციის მიერ ირანის რამდენიმე რაიონის დაბომბვის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზურა ჯაფარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 ივნისს გამოცხადდა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება, საქართველოს სახელმწიფო ყოფილ მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს უსმენენ.
უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა.
“ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ გლობალური დაპირისპირების დიდ და სავალალო სცენარში, პირდაპირ ამბობენ, რომ სწორედ საქართველომ უნდა შეასრულოს გარკვეული როლი, რომელსაც სამწუხაროდ საზარბაზნე ხორცის როლი ჰქვია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი.
“ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ; თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ისრაელმა დასავლეთ ირანის ქალაქ კერმანშაჰში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
