“თუ არ ცნობს ამ ხელისუფლებას, მაშინ ნუ ცნობს კალათბურთის ნაკრებს, კალათბურთის ფედერაციას, ფედერაციის ბიუჯეტს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს”- სალუქვაძე ღირსების ორდენზე ცინცაძის უარს ეხმაურება
ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ეხმიანება ფაქტს, რომ კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა.
“ბევრმა დაწერა ამ ფაქტზე. არ მინდა, შეფასება მივცე. მხოლოდ ერთ ნიუანსს ავხსნი მისთვის და მათთვის, ვინც ტაშს უკრავს: თუ არ ცნობს ამ ხელისუფლებას, მაშინ ნუ ცნობს კალათბურთის ნაკრებს, კალათბურთის ფედერაციას, ფედერაციის ბიუჯეტს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ნუ ცნობს მთლიანად კალათბურთის დაფინანსებას, კალათბურთის დარბაზებს, სხვა ინფრასტრუქტურას და ყველაფერს, რასაც ეს ხელისუფლება 12 წლის მანძილზე აკეთებს კალათბურთისთვის.
დანარჩენი ითქვა და დაიწერა”, – წერს სალუქვაძე.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების და ღირსების ორდენებით, ასევე, ღირსების მედლებით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და კალათბურთელები.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
