მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა. კვლევა, რომელსაც ნოტერდამის უნივერსიტეტი აწარმოებს, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
ვერძი
დადგა დრო, გეგმების შედგენას თავი დაანებოთ და დაიწყოთ ცხოვრებაში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მოქმედების დროა, აიღეთ ინიციატივა და წინ! ყველა გზა პირველი ნაბიჯით იწყება.
კურო
შესაძლოა, დღე შეცდომების გამოსწორებას მიუძღვნათ, იქნება ეს საყოფაცხოვრებო საკითხები, სამსახურებრივი ურთიერთობები. გარდა იმისა, რომ სიმძიმეს მოიცილებთ მხრებიდან, ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდება.
ტყუპები
ნუ იქნებით ძალიან კატეგორიული პარტნიორთა და გარშემომყოფთა მიმართ და ნუ შეეცდებით, სამართლიანობის სახელით რისხვა დაატეხოთ ყველას, ვინც დაგიპირისპირდებათ, შეეცადეთ, გონივრულად და მშვიდად მოაგვაროთ გაუგებრობები.
კირჩხიბი
ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებას მიაღწევთ მხოლოდ გულწრფელობით და პირდაპირი გზებით. მკაფიოდ და გაბედულად განაცხადეთ თქვენი მიზანი და დარწმუნებული იყავით, რომ ყველა კარს გააღებთ.
ლომი
იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწროთ, საჭიროა სწორად დაალაგოთ პრიორიტეტები და მიმდევრობით შეუდგეთ მათ განხორციელებას. რამდენიმე საქმესთან ერთდროულად გამკლავება შეიძლება ვერ შეძლოთ, მხოლოდ გადაიღლებით და დროს ფუჭად დაკარგავთ.
ქალწული
შესაძლოა, თქვენმა გაუაზრებელმა ნათქვამმა ვინმე გაანაწყენოს. კარგად დაფიქრდით და ემოციების გარეშე ჩამოაყალიბეთ სათქმელი, რათა შემთხვევით არ გათქვათ სხვისი საიდუმლო, ან უხეშად არ მიახალოთ ვინმეს მტკივნეული სიმართლე.
სასწორი
ფრთხილად იყავით ურთიერთობებში და თავი შეიკავეთ ახლობლებთან, მტკივნეულ თემებზე ლაპარაკისგან. რათა კიდევ უფრო მეტად არ გაამწვავოთ პრობლემები. სიტუაცია მალე მოწესრიგდება.
მორიელი
მოერიდეთ კონფლიქტურ და ნეგატიურ ადამიანებს, მოუფრთხილდით თქვენს ენერგეტიკას, ენერგოტონუსი დაქვეითებულია და მარტივად გამოიფიტებით. უსიამოვნო სიტუაციას უხმაუროდ მოშორდით.
მშვილდოსანი
სასურველია, თავი შეიკავოთ სპონტანური საქციელისგან და იმოქმედოთ მხოლოდ კარგად მოფიქრებული გეგმით. გაბედული ნაბიჯები და გონივრული მოქმედება წარმატებას მოგიტანთ.
თხის რქა
თავი შეიკავეთ უხეში გამონათქვამებისგან. სასურველია, მოჭარბებული ენერგია სასიკეთო საქმეს მოახმაროთ, ნუ ატკენთ გულს ახლობლებს კრიტიკული შენიშვნებით, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენსავით არ ფიქრობენ.
მერწყული
დღეს, კარგ სამსახურს გაგიწევთ იუმორის გრძნობა. განსაკუთრებით, კოლეგებთან და მეგობრებთან. ასე თავიდან აიცილებთ განხეთქილებას და უსიამოვნო სიტუაციებს.
თევზები
დიდია კამათისა და დაპირისპირების ალბათობა, რა მყარი მტკიცებულებებიც უნდა გქონდეთ, დღეს, გაგიჭირდებათ გამარჯვების მოპოვება. დაელოდეთ უკეთეს პერიოდს.
2026 წლის 31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 87 წელი შეუსრულდებოდა.
მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, – ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.
,,ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, დანაღმული, ვიწრო და მრავალი ტრაგიკული დღით აღსავსე. სახელმწიფოებრიობის წყვეტამ, იმპერიის ნგრევამ, ეკონომიკურმა კოლაფსმა, ადამიანურმა ამპარტავნებამ, შიდა გაუტანლობამ და ბევრმა სხვა მძიმე ფაქტორმა ამ გზაზე თავისი კვალი დატოვა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო არამხოლოდ გადარჩა, არამედ შეინარჩუნა თვითმყოფადობა, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება.
„დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ ერთხმად უპასუხა ისტორიულ კითხვას, გვსურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
ამ კითხვაზე საქართველოს ყველა კუთხემ, საქართველოს ყველა შვილმა ერთხმად თქვა – დიახ! 31 მარტი ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ადამიანის, რომელმაც რეფერენდუმიდან სულ რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პარლამენტის, დღეს უკვე მისი სახელობის დარბაზში, გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირა ქართული სახელმწიფოს ხელახალ დაბადებას.
ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, დანაღმული, ვიწრო და მრავალი ტრაგიკული დღით აღსავსე. სახელმწიფოებრიობის წყვეტამ, იმპერიის ნგრევამ, ეკონომიკურმა კოლაფსმა, ადამიანურმა ამპარტავნებამ, შიდა გაუტანლობამ და ბევრმა სხვა მძიმე ფაქტორმა ამ გზაზე თავისი კვალი დატოვა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით. საქართველო გადარჩა. ჩვენ არამხოლოდ გადავრჩით, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი თავისუფლება. დავიცავით არა იმპერიების მხარეს დგომით, არამედ საკუთარი ქვეყნის მხარეს ყოფნით. დავიცავით არა ახალი პატრონის ძიებით, არამედ დამოუკიდებლობის მძიმე ტვირთის ზიდვით, საკუთარ სარკეში ჩახედვით და თვალის გასწორებით იმ კითხვასთან, თუ ვინ ვართ, რანი ვიყავით და ვინ ვიქნებით.
აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, სრულიად შეცვლილ გეოპოლიტიკურ სამყაროში ასაგებია ახალი ურთიერთოებები, საზრუნავია დემოგრაფიაზე, გასაზრდელია ეკონომიკა, გვჭირდება დაუღალავი შრომა, სიმტკიცე და სახელმწიფოებრივი სიბრძნე. მაგრამ ყველაზედ მეტად, დღესაც და ყოველთვის, გვჭირდება ერთიანობა, გვჭირდება ერთსულოვნება, გვჭირდება მკაფიო გაცნობიერება იმისა, თუ რა არის ჩვენი ერის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები, რომელიც ყველამ ერთად და განუხრელად უნდა დავიცვათ. საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა, რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია. ის მუდმივად დგას ჩვენი ერის წინაშე. მუდმივად არის არჩევანი. და მუდამ მოიძებნებიან ძალები, რომლებიც ამ არჩევანის გადახედვას ეცდებიან.
გვსურს თუ არა რომ შენარჩუნდეს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენობა, თავისუფლება და ერთიანობა? სწორედ ეს იყო ეროვნული მოძრაობის სულისკვეთება, რომელსაც ჩვენ, ჩვენმა მამებმა და ყველა თაობამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ სულისკვეთებას და არ მივცემთ არცერთ მაცთურსა და ავისმოსურნეს ჩვენი ისტორიული არჩევანის რევიზიის საშუალებას, რადგანაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კითხვაზე ჩვენი პასუხია – დიახ!“, – წერს პაპუაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ა.რ, 1984 წელს დაბადებული მ.ნ, 2004 წელს დაბადებული ა.მ. და 2003 წელს დაბადებული ტ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა წელს აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა.
“მცდელობა, რომ საპატრიარქოს რეიტინგი იყოს დაცემული, კრახით დამთავრდა, ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან საუბარი არ არის პიროვნებებზე, ეს არის ტრადიცია და ისტორიული მემკვიდრეობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
